Thursday, February 21, 2019




ბლოგის  ''პორტფოლიო'' შექმნის მიზანი და ბლოგის შინაარსი
             ბლოგი  შევქმენი  2013  წელს  და  გადავახალისე  2018  წელს.  მთელი  ამ 
წლების მანძილზე  ვმუშაობ  მის  დახვეწასა  და  გაუმჯობესებაზე. ბლოგი საგანმანათლებლო დანიშნულებისაა.  საჯარო სკოლაში მუშაობის მანძილზე მე, როგორც პედაგოგს, დამიგროვდა საკმაო ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, რომლის საშუალებითაც ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებას გავუზიარებდი ჩემს კოლეგებს, მივიღებდი მათგან უკუკავშირს რჩევებისა და რეკომენდაციების სახით .
           ვინაიდან სქემის შექმნის დღიდან აქტიურად ვარ ჩართული მის განხორციელებაში, ამიტომ მიწევს მრავალი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, რომელთა დამადასტურებელი მასალა აუცილებლად აიტვირთება ჩემს ბლოგზე. აქ დაინტერესებულ პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ: გაკვეთილის გეგმები, თემატურ-კალენდარული გეგმები, პრეზენტაციები, რესურსები. ვინაიდან აქტიურად ვთანამშრომლობ კოლეგებთან, ბლოგზე ნახავთ ჩემ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს კოლეგებთან მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ საგანსა და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიას. სკოლაში ფუნქციონირებს საწრეო და საკლუბო მუშაობა, მეც აქტიურად ვარ ჩაბმული ამ აქტივობებში, სამუშაო პროგრამებს, ასევე სხვადსხვა განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ მასალებს იპოვით ბმულებზე საწრეო და საკლუბო მუშაობა.
     მიმაჩნია, რომ ბლოგი კარგად მაქვს ორგანიზებული: მთავარ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ჩემ შესახებ, განათლების სამინისტროს ლოგო, პირდაპირ ბლოგიდან შეიძლება მასზე გადასვლა და საჭირო ინფორმაციის მოძიება. ასევე აქვეა YouTube-ის ლოგო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლოგო, ბლოგის სტუმარი. ბლოგს აქვს სარჩევი და ბმულების საშუალებით შეიძლება გადასვლა თქვენთვის საინტერესო გვერდზე. ხშირად შევდივარ და ვათვალიერებ სტატისტიკურ მონაცემებს და მიხარია, რომ ჩემს ბლოგს ნახულობენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომაწოდონ უკუკავშირი, რათა გავაუმჯობესო   ჩემი მუშაობა.


Friday, September 25, 2015

ინტელის კურსის რეფლექსია

კურსის განმავლობაში გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ დაგეგმვაზე, მართვაზე, შეფასებასა და უკუკავშირზე. შევქმენით სასწავლო პროექტის ნიმუში მისი აუცილებელი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით: მასწავლებლის პრეზენტაცია, პროექტის ბუკლეტი, მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების სქემა, მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.... ამას გარდა ვიმუშავეთ ბლოგის წარმოებაზე, გუგლ დრაივის გამოყენების წესებზე და ვიმუშავეთ მის სხვადასხვა ფუნქციაზე.

მერვე დღე

ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე. დავამუშავეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვისწავლეთ ბლოგზე ბანერების განთავსება. მივიღეთ დავალებები შემდეგი სატრენინგო დღისთვის

Wednesday, September 16, 2015

მეშვიდე დღე


დღე დავიწყეთ წინა მასალის გახსენებით. ერთმანეთს გავუგზავნეთ და მივიღეთ კითხვარები და წერილები. გადავედით მეოთხე მოდულზე, სასწავლო ნიმუშების შექმნა. შემდეგ ეტაპზე ვივარჯიშეთ სხვა ბლოგების ნახვის , კომენტარების დატოვების და სხვა უნარებზე.. ვნახეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების ნიმუშები. ვიმუშავეთ ჩატში. მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, September 14, 2015

მეშვიდე დღე

დასაწყისში გავაკეთეთ წინა ტრენინგ დღის რეფლექსია..
სალექციო კურსიდან  განვიხილეთ მოდული3, სხვადასხვა საძიებო სისტემები.
ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების ჩაშენება, სხვადასხვა საძიებო სისტემიდან ვიდეოების, სასურველი ინფორმაციის გადმოწერა და ბლოგზე ჩაშენება. დავიწყეთ მუშაობა მეოთხე მოდულზე და მივიღეთ საშინაო დავალება.

Friday, September 11, 2015

მეექვსე დღე

ეს დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით. ....
დღე სიახლეების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისწავლეთ ბლოგში პეიჯების გაკეთება, ფაილების ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე. ზედმეტი ბლოგების წაშლა და წაშლილის აღდგენა. ბლოგის დიზაინის შექმნა...