პროექტები



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ინგა კვიჟინაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
იმერეთი
სკოლა
სსიპ ქ-ქუთაისის N24 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება   ,,სივრცითი ფიგურები ჩვენს ირგვლივ’’
              ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ, მოსწავლეები დააკავშირებენ მათემატიკას, კერძოდ სივრცით ფიგურებს ჩვენს ყოველდღიურობასთან, დაინახავენ რომ გეომეტრიულ ფიგურებს(სივრცით ფიგურებს) მრავლად ვხვდებით ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში: ბურთი, სარეცხი მ
ანქანა, მაცივარი, არქიტექტურული ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები...... მოსწავლეები მოოამზადებენ პრეზენტაციებს, კედლის გაზეთებს, მოხდება არსებული ცოდნის გააქტიურება, გაღრმავება. პრაქტიკული შინაარსის ამოცანების გადაწყვეტა, მოსწავლეები დაინახავენ მათემატიკის კავშირს ჩვენს ყოველდღიურობასთან. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
საგანი/საგნები
მათემატიკა, ისტი
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, V კლასი
პროექტის განხორციელების დრო
5 კვირა
საგნობრივი სტანდარტები
მათემატიკა

მათ.V.7.   მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ამზადებს მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის შლილს; მოცემული შლილის მიხედვით ამზადებს მოდელს და ასახელებს მიღებულ ფიგურას.
მათ.V.8.   მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სივრცული ფიგურის მოდელზე უთითებს პარალელურ და ურთიერთ-თანამკვეთ წახნაგებს, მსჯელობს გადაიკვეთება თუ არა მოცემული წახნაგები მათი გავრცობის შედეგად.




ისტი

ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
Ø  მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
Ø  გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
Ø  ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
            მოსწავლეები დააკავშირებენ მათემატიკას, კერძოდ სივრცით ფიგურებს ჩვენს ყოველდღიურობასთან, მოამზადებენ  PPP პრეზენტაციას და გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
              მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, ლაპარაკის, ზედა დონის სააზროვნო უნარ–ჩვევები: ანალიზი ,სინთეზი ,შეფასება, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის, მათემატიკის პრაქტიკული გამოყენების და ისტ -თან მუშაობის უნარ-ჩვევები.
 მიმართულების მიმცემი საკვა
ნძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა ადგილი უკავია მათემატიკას ჩვენს ყოველდღიურობაში
თემატური კითხვები


·         რომელი გეომეტრიული ფიგურები ვიცით?
·         რომელი სივრცითი ფიგურები ვიცით?
·         დაასახელეთ საგნები, რომელთაც აქვთ მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის ფორმა.
შინაარსობრივი კითხვები
   

·         რა მსგავსება და განსხვავებაა პრიზმებსა და პირამიდებს შორის?
·         როგორ გამოითვლება მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის ზედაპირისა და გვერდითი ზედაპირის ფართობები?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება
/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
შეკითხვების დასმა
ვმვ
მასწავლებლის ჩანიშვნები
გეგმა
  • შეკითხვების დასმა
  • მოკლე ჩანაწერები
·         უკუკავშირის ფორმა
ჩეკლისტი
პროექტის მსვლელობისას
·         შეკითხვები
·         გრაფიკული ორგანეიზერები ცხრილები
·         დისკუსია
·         პრეზენტაცია
·         გაზეთი
·         ვ | მ |ვ
·         ურთიერთშეფასება
·         მასწავლებლის ჩანიშვნები
·         რეფლექსია

დღიური
სქემა
რუბრიკა
რუბრიკა  | ჩეკლისტი
რუბრიკა | ჩეკლისტი
რუბრიკა | ჩეკლისტი
ჩეკლისტი
ფორმა
მასწავლებლის მონიტორინგის რვეული
კითხვები | დღიურები
პროექტის დასრულების შემდეგ
·         შეკითხვები
·         ვ . მ . ვ
·         პრეზენტაცია
·         გაზეთი
·         მასწავლებლის ჩანიშვნები
·         რეფლექსია
·         პორტფოლიო
დღიური
შეკითხვა და სქემა
რუბრიკა
რუბრიკა
რუბრიკა
მასწავლებლის მონიტორინგის რვეული
ფორმა
ჩეკლისტი |რეფექსია
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მანძილზე გამოვიყენე სხვადასხვა ტიპის შეფასებები :
პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მოსწავლეები აწარმოებენ დღიურს, არაფორმალურ და სასწავლო პროცესის განმსაზღვრელ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ამასთანავე, შეკითხვების დასმას  მთელი პროექტის მანძილზე, დისკუსიების წარმართვას, სწავლის პროცესის მონიტორინგს, რაც  აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტის საწყის ეტაპზე, ,,ვიცი-მინდა ვიცოდეს“ ცხრილის გამოყენებით, შეფასდება მოსწავლეების მიერ სივრცით ფიგურებზე საბაზისო ცოდნა. ჯგუფის სხვა წევრებთან შეხვედრამდე, მოსწავლეები გამოიყენებენ თვითშეფასების ფორმებს  მიზნების ფორმულირებისთვის და თავიანთი ცოდნის გასაანალიზებლად. პროექტის რუბრიკა აქტიურად გამოიყენება მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მუშაობის პროცესში მითითებების მისაცემად და  ნაშრომების შესაფასებლად. თანატოლთა და მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განხილვები შუალედურ ეტაპზე მოსწავლის ნაშრომის შეფასების  და საბოლოო პროდუქტის რედაქტირებისთვის გამოიყენება. თითოეული საკითხის დასრულების შემდეგ შესაბამისი დრო დაეთმობა მოსწავლეების მიერ შესწავლილი თემების ანალიზს. ასევე, განიხილება, თუ რა სახის კავშირს ხედავს მოსწავლე სივრცით ფიგურებსა და ჩვენს ყოველდღიურობას შორის.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ფაილებთან მუშაობა , ინტერნეტს კარგად ფლობენ ,იძიებენ ინფორმაციას, შეუძლიათ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებ და შეფასება ,შეუძლიათ პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიის მომზადება, კედლის გაზეთის გამოშვება, ფლობენ ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.
სასწავლო პროცედურები
გადავწყვიტე  შემერჩია  თემა ,,სივრცითი ფიგურები ჩვენს ირგვლივ’’
იმისათვის, რომ  მოსწავლეები  გამეყვანა  მაღალ  სააზროვნო  უნარებზე,  შევარჩიე  იმ  საგნის  სტანდარტები,  რომელთა  ინტეგრირებაც  მჭირდებოდა  პროექტში. დიდი  სურვილი მქონდა  მოსწავლეები  თავად  მისულიყვნენ  პროექტის  თემამდე.  ამიტომ   დავსვი  კითხვები. მოხდა სასურველი  თემის არჩევა.
I  კვირა  _ პროექტზე მუშაობის პირველ კვირას წარვადგენ სივრცითი ფიგურების საფუძვლებს მასწავლებლის პრეზენტაციის ფაილის გამოყენებით. მათი უკეთესად გაცნობის მიზნით, მოსწავლეებს მივცემ  შესაძლებლობას  აღმოაჩინონ სივრცითი ფიგურები  ყოველდღიურ ცხოვრებაში და შექმნან საკუთარი სივრცითი ფიგურების მოდელები.  ყოველი აქტივობის შემდეგ, მოსწავლეებს შესაძლებლობას  მივცემ  გადაიღონ  შესრულებული პრაქტიკული სამუშაოების ფოტოები, რაც მომავალში პროექტებზე სამუშაოდ გამოადგებათ.
დავარიგებ საპროექტო რუბრიკას და განვიხილავთ პროექტის მოთხოვნებს. განვუმარტავ მოსწავლეებს, რომ მოცემული რუბრიკის საშუალებით შევაფასებ მათ მუშაობას.
II კვირა- პროექტზე მუშაობის მეორე კვირას მოსწავლეებს ჩავრთავ აქტიურ პრაქტიკულ მუშაობაში სივრცით ფიგურებზე,  მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ:
 I ჯგუფი: მოიძიონ  ინფორმაცია მრავალწახნაგებზე;
 II ჯგუფი:მოიძიონ  ინფორმაცია ბრუნვით სხეულებზე;
 IIIჯგუფი:მოიძიონ  ინფორმაცია მართკუთხა პარალელეპიპედზე;
 IV ჯგუფი:მოიძიონ  ინფორმაცია კუბზე;
 თითოეულ ჯგუფი მოამზადებს  სტატიას კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად.  დავარიგებ  ქულობრივი შეფასების გზამკვლევს სამუშაო პროცესში დასახმარებლად.
 თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების პრეზენტაციაში მოცემულ ინფორმაციას.
III კვირა- სივრცითი ფიგურების ცნების და პრაქტიკაში გამოყენების  მნიშვნელობის გასაგებად, მოსწავლეები შეისწავლიან სივრცითი ფიგურების გამოყენების მაგალითებს  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში. დავსვამ თემატურ შეკითხვას, როგორ გამოიყენება სივრცითი ფიგურები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა  სივრცითი ფიგურები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას?  რამდენად ამარტივებს სივრცითი ფიგურების ცოდნა ცხოვრებას?  მოსწავლეებს ვთხოვ, სამუშაო დღიურში ჩაწერონ შეკითხვებზე პასუხები. პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად  შევაგროვებ დღიურებს მოსწავლეების მიერ  სივრცით ფიგურებზე  მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
მოსწავლეები კონკრეტულ პროფესიაში სივრცითი ფიგურების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვების და ორგანიზების შემდეგ, განსაზღვრავენ, რა კავშირშია  სივრცითი ფიგურები მათ აწმყოსა და მომავალთან. შევახსენებ, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:  
·         სივრცითი ფიგურები რამდენად  მნიშვნელოვანია?
·         როგორ გამოიყენება  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში და რამდენად საჭიროა  სივრცითი ფიგურები სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას? 
·         რამდენად ამარტივებს თეორიული თ სივრცითი ფიგურებიზე თეორიული მასალის  ცოდნა ცხოვრებას?
მოსწავლეებს გავაცნობ BD04915_ პრეზენტაციის (დანართი1)და ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემას(დანართი2).

IVკვირა-PPP პრეზენტაციის/კედლის გაზეთის მომზადება.
მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში და გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს  პროექტის თემის გათვალისწინებით, მოახდენენ პროექტის ფარგლებში შესწავლილი ცნებების და მოსაზრებების დოკუმენტირებას. მოსწავლეები ორგანიზებას გაუკეთებენ პირად მოსაზრებებს და იდეებს. გუფები იკრიბებიან, რათა იმუშაონ პოვერ-პოინტში პრეზენტაციის მომზადებაზე, დაახარისხონ მოძიებული ინტერნეტ რესურსები გაუკეთონ ორგანიზება თემების შესაბამისად და  დაასრულონ კედლის გაზეთებზე  მუშაობა.
Vკვირა-  პროექტის წარდგენა.
  


პროექტის მონიტორინგის განრიგი
პროექტის შიდა მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი საგნის პედაგოგი:
მათემატიკა–ინგა კვიჟინაძე
მონიტორინგი ხორციელდება 4 კვირის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევ დღეს.

მონიტორინგის განრიგი


შეხვედრა
(დრო და ვინ ახორციელებს)
შესრულებული სამუშაოს განხილვა
მითითებები
რჩევები
I შეხვედრა

15.04 -2019წ.
მთელს კლასთან

პედაგოგი :
ი. კვიჟინაძე

მოძიებული მასალის და ინფორმაციის შესაბამისობა თემასთან,ანალიზი და ორგანიზების ხარისხი.
დროის ლიმიტის განსაზღვრა

IIჯგუფს
 მიეთითა შეუხამოს ერთმანეთს ზეპირი პრეზენტაცია და ბრუნვით სხეულებზე ვიდეო როლიკის  თანმიმდევრობა, Iჯგუფს
 (მრავალწახნაგები)----მასალა ძალიან დიდია,შეამციროს,
ამოიღოს ძირითადი.

IIშეხვედრა




18.04 -2019წ.
მთელს კლასთან


პედაგოგი :
ი. კვიჟინაძე

მოძიებული მასალის შესაბამისობა


თემასთან,ანალიზი და ორგანიზების ხარისხი,
დროის ლიმიტის განსაზღვრა.



საერთო შენიშვნა: მოძიებული მასალები კარგია და თემის შესაბამისი, თხრობის დროს აკონტროლინ ინტერნეტ–რესურსებთან დროში თანხვედრა, შეხედონ ეკრანს ,რომ არ მოხდეს წინსწრება ან ჩამორჩენა.


IIIშეხვედრა
25.04 -2019წ.
მთელს კლასთან



პედაგოგი :
ი. კვიჟინაძე



მასალის ანალიზი,თანმიმდევრობის დაგეგმვა,
მოძიებული მასალების შესაბამისობა თემასთან .დროის ლიმიტის განსაზღვრა
 
მოძიებული მასალები კარგია და თემის შესაბამისი, თხრობის დროს აკონტროლინ ინტერნეტ–რესურსებთან დროში თანხვედრა, შეხედონ ეკრანს ,რომ არ მოხდეს წინსწრება ან ჩამორჩენა.
 მეტი ყურადღება მიაქციონ მეტყველებას.
IVშეხვედრა
03.05 -2019წ.
 მთელს კლასთან
პედაგოგი:
ი. კვიჟინაძე

პრეზენტაციაზე მუშაობა, მასალის  გაერთიანება,კედლის გაზეთების დასრულება.
პრეზენტაციის საორგანიზაციო საკითხებზე ზეპირი კომენტარები.


 დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ მყავს (თუ მეყოლება სპეციალური შესაძლებლობების მქონე მოსწავლე ჯგუფური მუშაობის დროს  შევურჩევ დავალებებს რომელიც იქნება ადაპტირებული მის ცოდნასთან).
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს
ნიჭიერი მოსწავლეები
ყურადღებას  ვაქცევ  რომ  საბოლოო  პროექტი  საზოგადოებრივი პროექტების  და  პროგრამების  ფართო  სპექტრს  ითვალისწინებს  რაც  ნიჭიერი  მოსწავლეების  შესაძლებლობების  სრულად  გამოყენების  საშუალებას  იძლევა.
მოსწავლეებს  ვახალისებთ,  რათა  მათ  არა  ზედაპირულად,  არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ  საკითხი  და  რთული  პრობლემების  კრეატიულ  გადაწყვეტილებას  მიაგნონ.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
იხილეთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
პროექტორი
ინტერნეტრესურსები
იხილეთ საავტორო უფლებების ჩანართში
სხვარესურსები
მშობლები, ადმინისტრაცია








დანართი1

პრეზენტაციის შეფასების სქემა






კრიტერიუმები

ქულა
მომზადებულია,  პერიოდულად იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერებს.
0––1–––2
მეტყველებს გარკვევით,წინადადებებს ლოგიკურად აკავშირებს.ინტონაცია ,მახვილი ,გამოთქმა კარგია.

0––1–––2
მეტყველებისას იყენებს თემისთვის შესაფერის ლექსიკას, ნასწავლ ენობრივ–გრამატიკულ კონსტრუქციებს.

0––1–––2
აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს,ამყარებს თვალით კონტაქტს,ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.

0––1–––2
იყენებს ვიზუალურ მასალას:ფოტოებს ,სურათებს, ეკრანს  იცავს დროის ლიმიტს.

0––1–––2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 
10














დანართი2


ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა



კრიტერიუმები

ქულა
სამუშაოს დაგეგმვა და ფუნქციების ოპტიმალურად  გადანაწილება
0––1–––3
ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება, ორგანიზება და ფუნქციური გამოყენება

0––1–––3
ჩართულობა,ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა.

0––1–––2
კრეატიულობა,  ვიზუალური მასალის შექმნა და გამოყენება

0––1–––2
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 
10




მოსწავლეთა პრეზენტაციები




















No comments:

Post a Comment