Friday, September 25, 2015

ინტელის კურსის რეფლექსია

კურსის განმავლობაში გავეცანით და ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ დაგეგმვაზე, მართვაზე, შეფასებასა და უკუკავშირზე. შევქმენით სასწავლო პროექტის ნიმუში მისი აუცილებელი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით: მასწავლებლის პრეზენტაცია, პროექტის ბუკლეტი, მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების სქემა, მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.... ამას გარდა ვიმუშავეთ ბლოგის წარმოებაზე, გუგლ დრაივის გამოყენების წესებზე და ვიმუშავეთ მის სხვადასხვა ფუნქციაზე.

მერვე დღე

ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე. დავამუშავეთ შეფასების ფორმები და რუბრიკები. ვისწავლეთ ბლოგზე ბანერების განთავსება. მივიღეთ დავალებები შემდეგი სატრენინგო დღისთვის

Wednesday, September 16, 2015

მეშვიდე დღე


დღე დავიწყეთ წინა მასალის გახსენებით. ერთმანეთს გავუგზავნეთ და მივიღეთ კითხვარები და წერილები. გადავედით მეოთხე მოდულზე, სასწავლო ნიმუშების შექმნა. შემდეგ ეტაპზე ვივარჯიშეთ სხვა ბლოგების ნახვის , კომენტარების დატოვების და სხვა უნარებზე.. ვნახეთ მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების ნიმუშები. ვიმუშავეთ ჩატში. მივიღეთ საშინაო დავალება.

Monday, September 14, 2015

მეშვიდე დღე

დასაწყისში გავაკეთეთ წინა ტრენინგ დღის რეფლექსია..
სალექციო კურსიდან  განვიხილეთ მოდული3, სხვადასხვა საძიებო სისტემები.
ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების ჩაშენება, სხვადასხვა საძიებო სისტემიდან ვიდეოების, სასურველი ინფორმაციის გადმოწერა და ბლოგზე ჩაშენება. დავიწყეთ მუშაობა მეოთხე მოდულზე და მივიღეთ საშინაო დავალება.

Friday, September 11, 2015

მეექვსე დღე

ეს დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით. ....
დღე სიახლეების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვისწავლეთ ბლოგში პეიჯების გაკეთება, ფაილების ატვირთვა და გამოქვეყნება ბლოგზე. ზედმეტი ბლოგების წაშლა და წაშლილის აღდგენა. ბლოგის დიზაინის შექმნა...

Wednesday, September 9, 2015

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღე-სატრენინგო დღის დასაწყისში ტრენერმა დაათვალიერა სახლში შესრულებული პრეზენტაციები და მოგვცა მითითებები.
განმავლობაში ვიმუშავეთ შემდეგ საკითხებზე. ვებ 2, კვლევების წარმოებისთვის საჭირო უნარები, გუგლ დრაივში მუშაობა და დოკუმენტების გაზიარება. შევადგინეთ კვლევის კითხვარები და გავუგზავნეთ ერთმანეთს შესავსებად. შევსებული კითხვარები დავუბრუნეთ გამომგზავნს. ბლოგებზე გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები, მოგვეცა საშინაო დავალება და  დავწერეთ დღის რეფლექსია

Monday, September 7, 2015

მეოთხე დღე

   ტრენინგის მეოთხე დღის დასაწყისში გავაკეთეთ წინა ტრენინგ დღის რეფლექსია.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყო: გავეცანით  დროში გაწერილ შეფასების გეგმას, ვნახეთ პრეზენტაციის ნიმუშები და მოგვეცა საშინაო დავალება.






Friday, September 4, 2015

მესამე დღის რეფლექსია

           მესამე დღე -  აღნიშნული დღეს შევისწავლეთ  თუ  როგორ  უნდა        დავწეროთ  პროექტის  გეგმაში   ჩვენი საგნიდან გამომდინარე  შედეგები და ინდიკატორები, განვსაზღვრეთ  პროექტის მიზნები  საგნობრივი  პროგრამის  და  21-ე  საუკუნის  უნარების  სინთეზით. ასევე   შევისწავლეთ  თუ  როგორ უნდა შევადგინოთ  მიმართულების მიმცემი შეკითხვები-"ზოგადი  კითხვები,"  " თემატური  კითხვები "  და  შინაარსობრივი კითხვები"

Wednesday, September 2, 2015

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა-ავთო ცნობილაძემ ისაუბრა პროექტებით  სწავლების მნიშვნელობაზე, ვნახეთ შესრულებული პროექტების ნიმუშები. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პორტფოლიოს ჩეკლისტს. შევქმენით პროექტის პორტფოლიო. გავეცანით პროექტებით სწავლების პირველი მოდულის ძირითად აქტივობებს. ვნახეთ პროექტის ბუკლეტისა და გაზეთების ნიმუშები და დავიწყე ჩემი პროექტის ბუკლეტზე მუშაობა